მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ქალაქებში არეულობის დროს სამართალდამცველებმა, სულ მცირე, 200 ადამიანი დააკავეს

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ქალაქებში არეულობის დროს სამართალდამცველებმა, სულ მცირე, 200 ადამიანი დააკავეს

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ საფრანგეთის არაერთ ქალაქში არეულობა მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა, სულ მცირე, 200 ადამიანი დააკავეს.

ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური არეულობა იყო პარიზსა და ლიონში.

მედიის ცნობით, ფეხბურთის გულშემატკივრები პარიზში პოლიციას ფოიერვერკებით დაესხნენ თავს მას შემდეგ, რაც ისინი გააძევეს.

სამართალდამცველებმა შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ პარიზში, სულ მცირე, 141 ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტების შემდეგ სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა.