შალვა პაპუაშვილი – ჩვენ სასამართლო წესით დავამტკიცეთ რუსეთის სამხედრო დანაშაულები, ოკუპაცია და არა პოლიტიკური განცხადებებით, ღლაბუცით, რითაც დაკავებული იყო სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი 2008 წელს
ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე, ადამიანები, რომლებმაც რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულის ჩადენის მთავარი მტკიცებულებები გაიტანეს ქვეყნიდან, ისკანდერის ნამსხვრევები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა მაშინ ყველაფერი წააგო, როგორც საკუთრივ ომი, ისე საინფორმაციო ომი და „ქართულ ოცნებას“ მოუწია რუსეთის დანაშაულების დამტკიცება.
„ჩვენი გმირები, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა სააკაშვილის გაუაზრებელ, მარიონეტულ, მოღალატეობრივ ქცევას. დღეს უნდათ, გადაფარონ თარიღებით, რუსეთის ხსენება-არხსენებით და ასეთი თემებით, რომლებიც ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, როგორც 9 აგვისტოს მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამართული ხორხოცი. სწორედ ის, რომ სააკაშვილმა შეიყვანა საქართველო ამ ომში, საქართველომ ეს ნგრევა მისი დამსახურებით მიიღო და დღეს ცდილობენ, გმირების სახელს ამოეფარონ. ცდილობენ, შემოიტანონ თემები, რომლებიც სინამდვილეში მთავარი არ არის. მთავარი საკითხი არის, რატომ დაიწყო ომი. ისტორია არ იცით? არ გისწავლიათ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება, თქვენ არ იცით, რა იყო? თქვენმა პარტიამ უზრუნველყო ის, რომ დღეს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ხდება ჩვენი ტერიტორიების.
ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე, ადამიანები, რომლებმაც რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულის ჩადენის მთავარი მტკიცებულებები გაიტანეს ქვეყნიდან, ისკანდერის ნამსხვრევები. კითხეთ ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“, სამხედრო ექსპერიმენტებისთვის რომ გასცეს, სხვა ქვეყანას გადასცეს, მაშინ როდესაც ჩვენ აქ სასამართლო პროცესები გვქონდა მოსაგები. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, დაბრუნებულიყო ეს მტკიცებულებები, წარდგენილიყო სასამართლოში, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რუსეთის სამხედრო დანაშაულები 2008 წელს.
ვისაც სმენა აქვს, გაიგებს, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცოთ სასამართლო წესით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, თქვენ კი არა, თქვენმა პარტიამ კი არა. თქვენმა პარტიამ დაუთმო ეს ოკუპაციისთვის, ხოლო ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არის ოკუპაცია და ეს აღიარებულია დღეს სასამართლო დოკუმენტით. არა პოლიტიკური განცხადებებით და ღლაბუცით, რითაც დაკავებული იყო 2008 წელს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი, არამედ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები.
საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსახური პროპაგანდისტული იარაღი „ქართულად ოცნებას“ უსვამთ კითხვას ამასთან დაკავშირებით. თქვენი დანაშაულით რომ გინდათ ახლა გმირებს ამოეფაროთ, თქვენი დაშავებული გინდათ, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს გადააბრალოთ? ის, რაც თქვენ დააშავეთ და ვერც კი დაამტკიცეთ, წააგო სააკაშვილმა მაშინ არა მხოლოდ აგვისტოს ომი, მან წააგო საინფორმაციო ომიც. მაშინ საქართველოს დაეკისრა სანქციები, თუ არ გახსოვთ, ამასაც შეგახსენებთ. დღეს დიდად რომ გულში მჯიღს იცემს ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, ვინ როგორ ვის უდგას გვერდში, მაშინ ევროპამ და დასავლეთმა სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს. სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მაშინ ყველაფერი წააგო, ომიც წააგო, საინფორმაციო ომიც წააგო. ჩვენ მოგვიწია ამ ყველაფრის შემობრუნება, მტკიცებულებების ქვეყანაში დაბრუნება, ისკანდერის ნამსხვრევების უკან დაბრუნება, რომ დაგვემტკიცებინა რუსეთის ომის დანაშაული და ოკუპაცია.
კრიმინალური რეჟიმი, რომელმაც საქართველო მაშინ ომში შეიყვანა, ამ კრიმინალ რეჟიმს დღემდე ემსახურებით და ამით განგრძობით ღალატში ხარ ჩართული, დგახართ კიდევ და მოიფიქრებთ რაღაც ისეთ კითხვებს, რომლითაც გაამართლებთ თქვენი რეჟიმის მოღალატეობრივ ხასიათს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.