ზვიად შალამბერიძე: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე რეგიონის ლიდერები ერთად ჩავლენ და ერთად დაესწრებიან, ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ
ჩვენი რეგიონის ლიდერები, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს ვგულისხმობ, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ერთად ჩავლენ და ერთად დაესწრებიან, ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლებასთან ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ირანის ხელისუფლებასთან ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ის ნეიტრალური პოზიციაა მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოს ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის ლიდერები, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს ვგულისხმობ, ამ ცერემონიაზე ერთად ჩავლენ და ერთად დაესწრებიან. ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მათივე ცნობით, ცერემონიას რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.