საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.

მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი ადამიანით.