გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ

გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგატი ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ.

საზეიმო ცერემონია უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები წელს 250-მდე სტუდენტმა დაასრულა, ხოლო ორ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.