„მის სამყარო 2026“-ის გამარჯვებულე პუერტო-რიკოელი ჯენიფერ ბარეტო გახდა
პუერტო-რიკოს წარმომადგენელი ჯენიფერ ბარეტო სილამაზის 75-ე კონკურსის, „მის სამყაროს“ გამარჯვებული გახდა.
„ჯენიფერ ბარეტო ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც პუერტო-რიკოსთვის „მის სამყაროს“ მეექვსე გვირგვინის მომტანი, არამედ როგორც პირველი დედა, რომელმაც ამ კონკურსში გაიმარჯვა“, - ნათქვამია კონკურსის სოციალურ ანგარიშებზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონკურსის ფინალი პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში გაიმართა. წელს გვირგვინისთვის 116 მონაწილე იბრძოდა. 27 წლის ჯენიფერ ბარეტო კუნძულოვანი სახელმწიფოს მეექვსე წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. ბოლოს პუერტო-რიკოელმა მონაწილემ 2006 წელს გაიმარჯვა.
როგორც ჟურნალი Hola! წერს, მანამდე ჯენიფერს სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ასევე მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიასა და სოციალურ მუშაობაში.
2021 წელს ბარეტომ ტეხასის შტატში, ფორტ-კავასოსის სამხედრო ბაზაზე, ოჯახის დაცვის პროგრამის ფარგლებში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ის მხარდაჭერას უწევდა ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლებს, ასევე მუშაობდა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებთან და ლიდერებს სტრატეგიების შემუშავებაში ეხმარებოდა.



