ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი - საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე
2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი. საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებთ, არავის დაუთვლია იმ $2,6 მლნ, ფარგლებში წარმოებულმა რუსულმა იარაღმა რამდენი უკრაინელი მოკლა.
„2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი. საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე.
მერე გამოვლენ და იტყვიან, უკრაინას ვეხმარებით რითაც შეგვიძლიაო...
იმ $2,6 მლნ, ფარგლებში წარმოებულმა რუსულმა იარაღმა რამდენი უკრაინელი მოკლა?
დაითვალა ვინმემ?“ - წერს ანჯაფარიძე.