დავით მათიკაშვილი გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე: საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით
საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრას, სადაც საქართველო მიწვეული არ არის.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველა მონაცემით, მოწინავე ქვეყანაა.
„ყველა მონაცემი, სტატისტიკა, თვითონ ევროკავშირის წიაღიდან გამოქვეყნებული, მეტყველებს ერთადერთ რამეზე - საქართველო არის მოწინავე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.