მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენზე: სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით
სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ სტუდენტური პროექტზე - სტუდფესტზე საუბრისას.
„ჯანმრთელი ადამიანი მოტივირებულია თავისი საქმისთვის და ეს გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას ემსახურება, არის ენთუზიაზმი, რომ შენი საქმე უკეთესად აკეთო. ამიტომ სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.