პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააჯილდოვა.
პირველი ადგილის მფლობელს მან მედალი, სიგელი და სპეციალური ჯილდო გადასცა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ გამარჯვებული ფედერაციის მიერ დაწესებული პრიზით დააჯილდოვა.
ასევე, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირების ორგანიზება ტრადიციად იქცევა და მომავალშიც გაგრძელდება.
ჭადრაკის ტურნირი საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას.