„ერეკლეობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა
„ერეკლეობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. ბატონის ციხის ეზოში დამონტაჟებულ სცენაზე მაყურებლის წინაშე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი და სოლისტები წარდგნენ.
კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ საპატიო თელაველები.
თელავის მთავარი დღესასწაული თელავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.