ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.