დღეს ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ნინო გულბანი იასპარეზებენ
დღეს, ბაქოში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით -90 წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ, ხოლო -70 კგ-ში - ნინო გულბანი.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე, ფინალური ბლოკი - 18:00 საათზე დაიწყება.