ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მომავალი წლის გეგმები და სიახლეები გააცნეს. დეტალურად ისაუბრეს 2027 წელს დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ.

„ბიუჯეტის პროექტი და მისი პროგრამული პარამეტრები დამსწრე აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ წარუდგინა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტი 43 700 700 ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტებია - ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალური ტრანსპორტი, კეთილმოწყობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები და სხვა.

შეხვედრის მონაწილეებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და ინიციატივები გააჟღერეს, რომლებიც მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.