საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ათენში მატჩის წინ ვარჯიში გამართა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საბერძნეთს დაუპირისპირდება. ეროვნულმა ნაკრებმა ათენში მატჩის წინ ვარჯიში გამართა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაცით, ვარჯიშს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 26 ნოემბერს ათენში OAKA-ს არენაზე დაუპირისპირდება. ხოლო 29 ნოემბერს „ჯვაროსნები“ პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე I ჯგუფში 13 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.



