მამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა.

„რაც შეეხება თავად პროკურატურას, ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ასევე შთამბეჭდავი შედეგები. მაგალითად, მხოლოდ ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება 200 მილიონ ლარზე, ხოლო კონფისკაციას დაქვემედებარებული აქტივები - 75 მილიონ ლარზე მეტია. ამ დანაშაულებზე სახელმწიფოსთვის და 170 დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი უკვე ანაზღაურებულია.

გაზრდილი პოზიტიური შედეგებია ყველა მიმართულებით. პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

პროკურატურის მიღწევებზე საუბრისას, ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.