სასაზღვრო პოლიციას თურქეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე ეწვია

სასაზღვრო პოლიციას თურქეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე ეწვია

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თამთა დანელია, თურქეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს მოადგილეს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერს, თურქან ოზთურქს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

თამთა დანელიამ სტუმარს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების საქმეში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.