სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს მოქალაქე გიორგი შიოშვილი ორი ათასი ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის მისამართით.
მოსამართლის განმარტებით, საჯარო სივრცეში გინება ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად.
„დგინდება, რომ მიზანი არ არის პოლიტიკური, ან საგანმანათლებლო, რაიმე მხატვრული ღირებულებების, რაც გამოხატვის ფორმებში მოექცეოდა. ბატონი გიორგის მიერ განხორციელებულია იმგვარი ქმედება, რაც შეურაცხმყოფელი ფორმისაა და მისი მიზანი სწორედ შეურაცხყოფის მიყენება იყო. რა თქმა უნდა დედის გინება საჯარო სივრცეში ეს ვერ ჩაითვლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, - განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.