გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას ​Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს.

„გიორგი ჩაკვეტაძე, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს „უოტფორდში“ სამწლიან კარიერას დაასრულებს. ქართველი ნახევარმცველი გუნდის წინასასეზონო მატჩებში არ მონაწილეობდა და, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში, კერძოდ, „უდინეზეში“ გააგრძელებს“.

ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა „უდინეზეში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე სერია A-ს გუნდის ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდსა“ და „უდინეზეს“ ერთი მეპატრონე ჰყავს, იტალიურ გუნდს ეკუთვნის ასევე საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი, რომელიც გასულ სეზონში იჯარით „უოტფორდში“ თამაშობდა.