ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრის პატივსაცემად საპატიო ყარაული მოეწყო, სადაც აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დროშები ფრიალებდა.

აეროპორტში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

„ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის სჯერა: ერთმანეთთან დაკავშირებულის, მშვიდობიანის და აყვავებულის. ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ მომავლის მშენებლობას. მე ასევე აქ ვარ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად. ვაჭრობიდან ტრანსპორტამდე. ენერგეტიკიდან ეკონომიკამდე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.