საგამოცდო ცენტრებში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა და გამოცდა დაიწყო.
სტუდენტები, ტრადიციულად პირველად, ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.
ქვეყანაში სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. ყველა მათგანი აღჭურვილია გაგრილების სისტემით.
აბიტურიენტთა რაოდენობა წელს 43 ათასს აღემატება.