დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი გარდაიცვალა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი გარდაიცვალა, - ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.
„ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ 24 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.



