თამარ ტალიაშვილი აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მოქმედ დირექტორს, ტომას ჰარდის შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მოქმედ დირექტორს, ტომას ჰარდის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო-ეკონომიკური ურთიეთობების სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პოტენციალსა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ და ინფრასტურქტურულ პროექტებს, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს დაკავშირებადობის უზრუნველყოფის კუთხით.
ტომას ჰარდიმ დაადასტურა სურვილი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განვითარებულ კონკრეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის ახალი დასაწყისის შესაძლებლობებს.