დიმიტრი ობოლაძე საუკეთესო სპორტული კომენტატორისთვის დაწესებული კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს

დიმიტრი ობოლაძე საუკეთესო სპორტული კომენტატორისთვის დაწესებული კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე საუკეთესო სპორტული კომენტატორისთვის დაწესებული კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს.

სპეციალური პრიზი მას მსახიობის სახლში გამართულ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა.

ასევე გამოვლინდნენ ეროსი მანჯგალაძის, მიხეილ კაკაბაძის, ნოდარ გუგუშვილის, გურამ თიკანაძის და ზაალ გიგინეიშვილის პრემიის ლაურეატები.

გალა დაჯილდოებას საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტიც ესწრებოდა.