მთაწმინდის რაიონში, შენგელიას ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა

მთაწმინდის რაიონში, შენგელიას ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.

ამჯერად, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ა. შენგელიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, გზის საფუძველი მოეწყობა და რიყის ამორტიზებულ ქვას ბაზალტის ფილა ჩაანაცვლებს.

რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებული პრობლემებს მოუხსნის.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარი არის გამოყოფილი.