კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და სარეაბილიტაციო სამუშაოები, სასმელი წყლისა და წყალარინების არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს. ასევე იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე.
შეხვედრაზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ დაგეგმილ ახალ პროექტზე, რომელიც კახეთის რეგიონში განხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი და სამინისტროს წარმომადგენლები.