გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია

გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია.

ვახტანგ დავითაია იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია.

დავითაია არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ ბაკურიანში, ბიზნესცენტრი „მთაწმინდა“, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი.

ვახტანგ დავითაიას მიღებული აქვს „წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის“ ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს „იტერარქ-83“, საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს „იტერარქ-85“ პრემიები.

2022 წელს ვახტანგ დავითაია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

ამასთან, საქართველოს კულტურის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო.