ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო აკრიტიკებს, იმავეს სომხეთის პრემიერ-მინისტრზე არ ამბობს: რა ჩემი გადასაწყვეტია უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ან უცხო ქვეყნის ლიდერის კრიტიკა, რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებ
ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო აკრიტიკებს, იმავეს სომხეთის პრემიერ-მინისტრზე არ ამბობს.
„რა ჩემი გადასაწყვეტია უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ან უცხო ქვეყნის ლიდერის კრიტიკა, რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებ“, აცხადებს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
რადიკალების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს არ აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი არ უარყოფს, რომ ირანის როლი რეგიონში მნიშვნელოვანია, თუმცა ირანში ლიდერების ჩასვლას ეწინააღმდეგება.
„რეგიონის კონტექსტში ირანი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა, ამას არავინ უარყოფს. ეგეთ ადგილებში სიარული მიმაჩნია უკიდურეს საფრთხის შემცველად“, - განაცხადა „პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.