ლაშა ფარულავა: სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა

ლაშა ფარულავა: სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ პარტიაში ლევან ხაბეიშვილთან მუშაობა ე.წ. ელიტამ არ მოინდომა და ამიტომ გადააყენეს თავმჯდომარეობიდან.

„სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ფიქრობდნენ, რომ ის იყო ოპოზიციის ერთიანი სიისთვის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა ფარულავამ.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ აღიარა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის შეცვლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდებოდა და ორი წლის განმავლობაში საკუთარ მხარდამჭერებს და საზოგადოებას ატყუებდნენ.