ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა
ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭო 17 ახალგაზრდისგან შედგება და მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
დღეს მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი იდეების მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება.