შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პრიორიტეტები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.