ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში, მუსალას მეჩეთში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალურ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს, პირველ ვიცე-პრეზიდენტ მოჰამად რეზა არეფს, ასევე ალი ხამენეის ოჯახის წევრებს.
ცერემონიის ფარგლებში სომხეთის მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ალი ხამენეის ხსოვნას და სამძიმრის წიგნშიც გააკეთა ჩანაწერი.