ნიკოლ ფაშინიანი რუს მესაზღვრეებს სომხეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს მესაზღვრეებს, რომლებიც სომხეთის საზღვარს იცავენ, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.
როგორც ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების მიმართ, თუმცა მოვიდა დრო, რომ სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს.
„მადლიერები ვართ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიმართ იმის გამო, რომ ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში სომხეთის საზღვრებზე იდგნენ. მაგრამ ვთვლი, რომ მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში პასუხისმგებლობა ჩვენს საზღვრებზე სრულად ჩვენ ავიღოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.



