სიძულვილის ენასთან ბრძოლა გრძელდება - თბილისის, საჩხერისა და ზესტაფონის სასამართლოებმა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს
სიძულვილის ენასთან ბრძოლა გრძელდება - თბილისის, საჩხერის და ზესტაფონის სასამართლოებმა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გიორგი გოგია სამართალდამღვევად ცნო. მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის საჩხერის რაიონულ სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა. 2500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე აკაკი ბიწაძე. შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო გვანც მაჭავარიანმა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კი ჯონდო ფუტკარაძის საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარისთვის მას 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.