გიორგი სოსიაშვილი ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლის გარშემო სპეკულაციებზე: არ დარჩა ისეთი თემა, რითაც რადიკალები, ექსტრემისტები არ სპეკულირებენ. ყველაფერს ატრიალებენ, იყენებენ სათავისოდ

გიორგი სოსიაშვილი ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლის გარშემო სპეკულაციებზე: არ დარჩა ისეთი თემა, რითაც რადიკალები, ექსტრემისტები არ სპეკულირებენ. ყველაფერს ატრიალებენ, იყენებენ სათავისოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი რადიკალების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც მათ ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.

„არ დარჩა ისეთი თემა, რითაც რადიკალები, ექსტრემისტები არ სპეკულირებენ. ყველაფერს ატრიალებენ, იყენებენ სათავისოდ. ჩვენ ვართ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მოცემულობის ქვეყანა, რომელსაც გარშემო მყოფ სახელმწიფოებთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ესეც არის ამ სამეზობლოში ნორმალური ურთიერთობის ერთგვარი ჟესტი“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

სპეკულაცია საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით და ორმაგი სტანდარტი სხვა ქვეყნის ლიდერების მისამართით - როგორც საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდში მიიჩნევენ, კონკრეტული ძალების მიზანი საქართველოს ინტერესების დაზიანებაა.