თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით
საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა.
მისივე თქმით, არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ წევრ ქვეყანასაც უსწრებს საქართველო.
„ამის შეფასება გახდება არაადეკვატურად ევრო ბიუროკრატების მიერ და დასკვნებს აკეთებენ ძალიან არასამართლიანს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.