რევაზ ლომინაძე: პრეზიდენტის გამოსვლა „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჟენევაში გაეროს განყოფილების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შეხვედრების ორგანიზება მოვაწყოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან“, - აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.
პრეზიდენტი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.