ანკარაში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
„არა ნატოს“, „მკვლელი ამერიკა, გადი ახლო აღმოსავლეთიდან!“ - ამ შინაარსის ლოზუნგებით ანკარას ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა. აქციის მონაწილეებმა ალიანსი ომების გაღვივებაში დაადანაშაულეს და რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდეს. მათ ნატოდან თურქეთის დაუყოვნებლივ გასვლა და ქვეყანაში უცხოური სამხედრო ბაზების დახურვა მოითხოვეს. ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასთან. ამასთან, ვრცელდება ცნობები ათობით დაკავებულის შესახებ.
ნატოს სამიტი ანკარაში 7- 8 ივლისს გაიმართება.