საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე „კარატე 1 - ახალგაზრდული ლიგა“ სამი მედალი მოიპოვა

შეჯიბრებაზე „კარატე 1 - ახალგაზრდული ლიგა“, რომელშიც 69 ქვეყნის 2720 ათლეტი მონაწილეობდა საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლევან დადეშქელიანი (კადეტები, - 57 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ გოგრიჭიანი (კადეტები, 70+ კგ) და გიგი ალანია (იუნიორები, - 55 კგ) დასჯერდნენ.

ტურნირს ხორვატიამ უმასპინძლა.