დონალდ ტრამპი – აშშ-მა ირანი სამხედრო კუთხით გაანადგურა, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს

დონალდ ტრამპი – აშშ-მა ირანი სამხედრო კუთხით გაანადგურა, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანი სამხედრო კუთხით გაანადგურა. მისივე თქმით, აშშ-ს „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს“.

როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ ირანთან მოლაპარაკებების კუთხით იმავე ტემპით მუშაობს, როგორც აქამდე, თუმცა აღნიშნული საკითხი ნაკლებად შუქდება.

„სინამდვილეში, ირანთან იგივენაირად ვმუშაობთ. ჩვენ უბრალოდ, არ ვიღებთ იმ სახის გაშუქებას, როგორიც უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენ ისინი სამხედრო გზით გავანადგურეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ დაუშვებს, ირანს ბირთვულ იარაღი ჰქონდეს.

„ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.