სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, ქინძმარაულის შესახვევში, N16-N17, N25, N25ა, N26, N29, N30, N32 კორპუსების მიმდებარედ, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და პირველი ფენით მოასფალტების სამუშაოები შეაფასა.
პროექტის ფარგლებში, 2000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტში 720 000 ლარია გათვალისწინებული.