ირაკლი კობახიძე: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის და ტარიფების ცვლილების შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 47%-ით - 9.4 მილიონი ლარიდან 13.8 მილიონ ლარამდე.

„გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანკერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული საანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. 30%-ით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები საქართველოს ნავსადგურებში და 540 000 ტონას გადააჭარბა. გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება - ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.