მაია ბითაძე: ძალიან მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო ვილსონის მიერ იქნა ინიცირებული და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს და უზუსტობას საქართველოსთან მიმართებით

მაია ბითაძე: ძალიან მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო ვილსონის მიერ იქნა ინიცირებული და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს და უზუსტობას საქართველოსთან მიმართებით

ჰააგაში ჩასული საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. დეპუტატების შეფასებით, რეზოლუცია ერთი ერთში იმეორებს ოპოზიციის ნარატივს.

ჯო ვილსონის მიერ ინიცირებულ დოკუმენტში არსებულ ფაქტობრივ სიცრუესა და სადამკვირვებლო მისიის შედეგების უგულებელყოფაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ისაუბრა.

"ძალიან მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო ვილსონის მიერ იქნა ინიციირებული და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს და უზუსტობას საქართველოსთან მიმართებით. პრაქტიკულად, ერთი-ერთში იმეორებდა იმ ნარატივს, რომელსაც ქართველი რადიკალები დღენიადაგ აჟღერებენ. ეს ჩვენ მკაცრად დავგმეთ. ყველაზე სახიფათო, რაც იკვეთება ამ ყველაფრისგან არის ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გამოყენება და ინსტრუმენტალიზაციის აქტიური პროცესი მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათ შორის, პრაქტიკულად უგულებელყოფილია ის შედეგები, რაც სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ყოფნის დროს დადო არჩევნებთან მიმართებით," - განაცხადა მაია ბითაძემ.