სემეკში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია: აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.
მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა დაათვალიერეს.