არჩილ გორდულაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფორმალური თავმჯდომარე ვინ იქნება, ამას აზრი არ აქვს, რადგან ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის იყო და არის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფორმალური თავმჯდომარე ვინ იქნება, ამას აზრი არ აქვს, რადგან ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის იყო და არის, მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შიდა დაპირისპირება იმისთვის ხდება, რომ გარე პატრონებს თავი მოაწონონ და როგორმე, მაგიდასთან უფრო მსუყე ადგილი მოიპოვონ, მეტი დაფინანსება აიღონ.
„აგენტის ბედი ასეთია, როცა ყველაფერზე ხელმომწერია. შეუძლებელია, „ნაცმოძრაობის“ ბუნება პარტიის თავმჯდომარემ შეცვალოს, რადგან ეს პარტია კონსტიტუციას 2003 წლიდან თავზე იმხობდა და ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა. ეს პარტია სისტემური წამების შემქნელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. მთავარია ის დნმ, რაც ამ პარტიას აქვს, ეს არის ქვეყნის მიმართ მტრული განწყობა“, – განაცხადა გორდულაძემ.