დიმიტრი ხუნდაძე: საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს არც გარე ზეწოლის და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

დიმიტრი ხუნდაძე: საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს არც გარე ზეწოლის და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპების შესაბამისად წარმართავს- წერს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელში.

მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი ეროვნული პოზიციით, ეროვნული იდენტობის დაცვითა და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით.

"დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა.

საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპების შესაბამისად წარმართავს.

მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია მრავალმხრივი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობა.

ჩვენი რეგიონი არაერთი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დგას. სიფრთხილე გარდაუვალია. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს არც გარე ზეწოლის და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.

ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი ეროვნული პოზიციით, ეროვნული იდენტობის დაცვითა და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით.“-წერს ხუნდაძე.