გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ

ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, რადგან საკუთარ დოკუმენტებს თავად დაუკარგეს ფასი. საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ, – ამისშესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, დიპლომატია გვერდზეა გადადებული და დიდი სახელმწიფოები ხან სამხედრო კონფლიქტით, ხან ეკონომიკური სანქციებით ინაწილებენ მსოფლიოში არსებულ ინტერესებს.

„მარტო ის რად ღირს, რომ ამერიკამ 600-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. თან, გაბრაზებულმა დატოვა და თქვა, რომ ეს ორგანიზაციები არაფერს აკეთებენ, პირიქით, დემოკრატიას ებრძვიან. სამწუხაროა, მაგრამ ომებში გაერო-ს ფუნქციაც უშედეგოა. ფაქტია, დიპლომატია გვერდზეა გადადებული და დიდი სახელმწიფოები ხან სამხედრო კონფლიქტით, ხან ეკონომიკური სანქციებით ინაწილებენ მსოფლიოში არსებულ ინტერესებს. ამ პროცესში პატარა ქვეყნები ყვებიან. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში საქართველო პრაგმატული, ლავირების პოლიტიკით უნდა მოქმედებდეს. ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, რადგან საკუთარ დოკუმენტებს ფასი თავად დაუკარგეს. საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ ამ დროს მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.