ტრამპის განცხადებით, აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.
როგორც ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, ესპანეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საშინელი პარტნიორია.
მან ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტისკენ ნატოს სხვა მოკავშირეებსაც მოუწოდა.
„ესპანეთი - უიმედო შემთხვევაა. ესპანეთთან არავითარი სავაჭრო ურთიერთობების წარმოება არ გვსურს. სხვათა შორის, ვისურვებდი, რომ თქვენც შეგეწყვიტათ ეს ყველაფერი. ესპანეთი - ნატოს საშინელი პარტნიორია. შეწყვიტეთ ვაჭრობა ესპანეთთან, მგზავრობის ჩათვლით. არ გვსურს მათთან რაიმე საერთო გვქონდეს. ნახავთ, ისინი თავად მოვლენ ჩვენთან“, - განაცხადა ტრამპმა.