უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა

მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მრჩეველი სალომე ქუსიკიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (UNHCR) და საქართველოს საერთო სასამართლოებს შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმები.

ნინო ქადაგიძემ ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და გაეცნო მართლმსაჯულების მუზეუმში წარმოდგენილ მნიშვნელოვან სამართლებრივ ძეგლებს.