თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე სრულად გახსნილია, შეზღუდვები გაუქმებულია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არც ერთი რეისი არ შეფერხებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე სრულად გახსნილია, შეზღუდვები გაუქმებულია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არც ერთი რეისი არ შეფერხებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში არსებული მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე უკვე სრულად გახსნილია, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მგზავრთა მომსახურების ციკლში ჩართული ყველა სივრცე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„მძიმე მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ტექნიკური პრობლემების გამო, უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით, მთელი ღამის განმავლობაში მომლოდინეთა სივრცის ნაწილი დაკეტილი იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამომფრენი მგზავრებიც ალტერნატიული გასასვლელით სარგებლობდნენ. ამ მომენტისთვის მგზავრთა მომსახურების ციკლში ჩართული ყველა სივრცე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და შეზღუდვები გაუქმებულია. აღნიშნული მიზეზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არც ერთი რეისი არ შეფერხებულა. ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.